პარლამენტის დეპუტატი, პარტია „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელ „ფეისბუკით“ ეხმიანება ბოლო დროს, მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების გაქურდვის ფაქტს და წერს, რომ ვინც პოლიტიკოსების სახლების გაქურდვის ფაქტს წაახალისებს, თვითონ გახდება მსხვერპლი და მათთანაც მივლენ.
„მიუხედავად იმისა ვის რამდენად გსიამოვნებთ პოლიტიკოსების სახლების ქურდობები მარტივ ლოგიკა/კეთილგონიერებას მაინც მიმართეთ - ამ ყველაფრის წახალისებით მალე თქვენთანაც მოვლენ და ის ვინს ამას ორკესტრირებულად აკეთებს აუცილებლად თავად ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდება, ოდესღაც... დანარჩენი სამართალდამცავების საქმეა“, - წერს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის და ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას სახლები გაძარცვეს.
