არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით’’ ევროპული საქართველოს ‘’ წარმომადგენლები ხელომოწერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებენ. პარტიის ლიდერი გიგი უგულავა მოსახლეობას რუსთავში შეხვდა და პროპორციული სისტემის მნიშვნელობა გააცნო.
’’ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის, იმისათვის რომ ადამიანებმა ამოისუნთქონ და ადამიანურად იგრძნონ თავი, პირველი და მთავარი ამოცანაა გაქსუებული და ამორტიზირებული მაჟორიტარების გაუქმება. მთელი საზოგადოება, ყველა პოლიტიკური პარტია , არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა ამას ითხოვს. მაჟორიტარების სისტემა იმ ფორმით რა ფორმითაც ის დღეს საქართველოში აქამდე არსებობს , არის მარაზმი, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. ამიტომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი გადავიდეთ სამართლიან სისტემაზე ,სადაც ორჯერ ორი არის ოთხი და ‘’ქართული ოცნება ‘’ გვეუბნება,რომ ორჯერ ორი არის შვიდი“ - განაცხადა გიგი უგულავამ