მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში ველური ბუნების ეროვნული სააგენტო შეიქმნება. სააგენტო ეროვნული საშენი მეურნეობის რეორგანიზაციის შემდეგ, მისი უფლებამონაცვლე იქნება.
მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელის დანიშვა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობისა სამინისტროს დაევალა.