ეკა ბესელიამ უმრავლესობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ პარლამენტის წევრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"მე ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი წევრი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩავარდნა გახდა.
კანონპროექტი "საერთო სასამართლოების" შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა, რომლის მიხედვით 2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა დროებით უნდა შეჩერებულიყო.