მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე ამბობს, რომ მის შვილზე ბადრაგებმა ზეწოლა მოახდინეს, რის გამოც მან უცხო საგანი გადაყლაპა. ის სახალხო დამცველის აპარატს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შევიდნენ პატიმართან.
"სავარაუდოდ, მასზე განხორცირლდა ზეწოლა ჩვენი აქტივობის გამო. მან პროტესტის ნიშნად გადაყლაპა უცხო საგანი, რის გამოც ჩემი შვილის მდგომარეობა არის ცუდად. სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, ჩემს შვილს რამე არ დაემართოს, თუ არა არ ვიცი.ბრძოლას არ შევწყვეტ!", - განაცხადა ირმა დავითაძემ ირმა დავითაძემ "ფეისბუქ-ლაივში" .
გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებო რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ, სადაც სახალხო დამცველის მისვლას ელოდებიან.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე, დავითაძემ ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.
უწყების ინფორმაციით, მას „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა, უარი განაცხადა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას 24-საათიან რეჟიმში დაწესებულების მედპერსონალი აკვირდება.