„5-კაციანი ჯგუფი განაგებს მთლიანად პარლამენტის მენეჯმენტს. არ გამოვრიცხავ, დავაყენოთ ამ მენეჯმენტის ცვლილების საკითხი პარლამენტში,“ - ეს განაცხადება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გააკეთა.
ინაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი დაემსგავსა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
„აზრი არ აქვს კანონშემოქმედებით საქმიანობას, არ არის თანამშრომლობა კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიღმა. 5-კაციანი ჯგუფი განაგებს მთლიანად პარლამენტის მენეჯმენტს, ამიტომ ვამბობ, ძალიან დაემსგავსა მოსამართლეთა საბჭოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს პარლამენტის მენეჯმენტი, ძალიან დაემსგავსა. შესაბამისად, ვთქვი, რომ არ გამოვრიცხავ, დავაყენოთ ამ მენეჯმენტის ცვლილების საკითხი პარლამენტში,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.