2013 წელს ვასახელებდი იმავე გვარებს და ცოტ მეტ გვარებსაც და ვამბობდი, ძნელია წარმოვიდგინოთ რომ ამ ადამიანებთან ერთად მართლმსაჯულება წავა წინ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
"არასამთავრობოებმა გაუშვეს ბრძოლები ხელიდან, მათ გაუშვეს მატარებელი, რომელიც იყო ჩვენს თვალწინ 2013 წელს და რეალურად, მათგან მე არ მახსოვს ხელშეწყობა რაიმე ტიპის ამ ბრძოლაში. პირიქით, მახსოვს მხოლოდ ხელშეშლა. როდესაც სხვადასხვა ეთერებში, მათ შორის, რუსთავი 2-ის ეთერში, სხვადასხვა ეროვნულ ტელევიზიებში. იმიტომ რომ მაშინ მე მიმიყვადა რეფორმის ეს პირველი ტალღა და შემდეგ მეორე - ვასახელებდი სწორედ ალბათ იმავე გვარებს და შეიძლება მეტ გვარესაც ვამბობდი რომ ძალიან ძნელი იქნება-მეთქი ამ ადამიანებთან ერთად წარმოივდგინოთ რომ მართლმსაჯულება წავა წინ. უფრი ხშირად, მაშინედლ მართლმსაჯულების ხელმძღვანელს, ბატონ კუბლაშვილს მივმართავდი ხოლმე. მაშინ მე არ მახსენდება ბევრი ადამიანის მხარდაჭერა. იყო რეკომენდაციები, რომ იუსტიციის მინისტრი ამ მოსამართლეებზე საუბრობს სიძულვილის ენით, ეს იყო ღია კრიტიკა, ეს იყო ასევე დახურული კრიტიკა. მოდიოდნენ ჩემთან სტუმრები სხვადასხვა რანგის და სხვადასხვა სტატუსის და მეუბნებოდნენ, რომ იცი რა, ეს ასე არ გამოვა, იმიტომ რომ რეფორმა არ უნდა ეხებოდეს ადამიანებს, რეფორმა უნდა ეხებოდეს ინსტიტუტებს. მაშინ ჩვენ ავირჩიეთ ინტიტუციური რეფორმის გზა“, - თქვა წულუკიანმა.