ცილისწამების კრიმინალიზაციას მე არ ვემხრობი, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რომელიც ე.წ. ფეიკნიუსებისა და ცილისწამების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას ეხებოდა.
„ცილისწამების კრიმინალიზაციას მე არ ვემხრობი. რეგულაციები ალბათ, მაგრამ ფეიკნიუსის რანგში მაინც არ ვაყენებ ცილისწამებას, რაღაცეები არის საჭირო ისევ და ისევ ვალდებულებების ნაწილში. ხომ არ შეიძლება მე დაგადანაშაულოთ იმაში, რაც არ ჩაგიდენიათ და საერთოდ არ ხართ. რაღაცა ვალდებულება ყველას უნდა გვქონდეს“, - თქვა წულუკიანმა.
მისი თქმით, ე.წ. ფეიკ ნიუსი არის ძალიან დიდი პრობლემა და ამაზე უნდა მსჯელობა აუცილებელია.
„ევროპული კონვენცია, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას, მედიის შემთხვევაში ამბობს, რომ მას აქვს ვალდებულებები. აი, ეს უნდა ავსახოთ ცივილიზებული და ევროპული სტანდარტების მიხედვით ჩვენს კანონმდებლობაში“, - თქვა წულუკიანმა.
რაც შეეხება ბილწსიტყვაობას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბილწსიტყვაობა გამოხატვის თავისუფლებით უნდა დარჩეს დაცული
“ბილწსიტყვაობა თუ შეიზღუდა ყველას მოგვიწევს წავიდეთ ციხეში, ამიტომ ბილწსიტყვაობა გამოხატვის თავისუფლებით უნდა დარჩეს დაცული - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში“, - თქვა წულუკიანმა.