კალიფორნიის შტატში ორძრავიანი თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინცდიენტის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავებულია ორი ადამიანი.
Cessna 414A-ს მოდელის თვითმფრინავი ორინჯის ოლქის აეროპორტიდან აფრინდა და ქალაქ იორბ-ლინდში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა. შემთხვევის შედეგად ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველთა თქმით თვითმფრინავს ცეცხლი ჰაერში გაუჩნდა და ნაწილებად დაიშალა.
ბორტზე მხოლოდ ერთი პილოტი იმყოფებოდა, რომელიც შემთხევევის შეედგად დაიღუპა. ასევე დაიღუპა სახლში მყოფი ოთხი ადამიანი. კიდევ ორი მძიმედ დაშავდა.