შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგო ვალსტრომმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის სურვილს, „ისტორიული შეცდომა“ უწოდა. აღნიშნული განცხადება მარგო ვალსტრომმა ჰელსინკში, საგარეო პოლიტიკის კონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
მარგო ვალსტრომის განცხადებით, ბრექსიტმა „შექმნა პრობლემა ყველა ჩვენგანისთვის“.
„ჩვენი პოლიტიკური პროექტი, ევროპული გაერთიანება, განიცდის დიდ დარტყმას და ეს სრულიად ნათელია... არ შემიძლია ბრიტანეთისთვის ამის პატიება“, - დასძინა ვალსტრომმა.