ამაზრზენი და ყოვლადმიუღებელია კამპანია და პროცესი, რაც ვითარდება ეკა ბესელიას ირგვლივ და ეკა ბესელიასთან მიმართებაში!, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი.
„ბავშვსაც ესმის, რომ ამ არაადამიანური, შავი კამპანიის უკან დგანან ძალები, რომლებისთვისაც მიუღებელია ეკას პოზიცია და ყველაფერი ეს, ეს მარაზმი სწორედ ეკა ბესელიას პოლიტიკური შეხედულებებისა და პრინციპების გამო ხდება! მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორს, უსაფრხოების სამსახურის უფროსს,- დაიდოს გამოძიების კონკრეტული შედეგი,- ვინ დგას ამ ამაზრზენი კამპანიის უკან! იმედი მაქვს, ზემოხსენებულ პირებს ესმით, რომ მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც თავის დროზე ჩვენს საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ჰპირდებოდა“, - წერს ინაშვილი.
ცნობისთვის, 28 იანვარს, გავრცელდა ინფორმაცია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სავარაუდო გავრცელების შესახებ.