საზოგადოების პოლარიზება სოციალური ქსელების გამოყენების თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი დაძაბულობისა და სულ უფრო რადიკალური არჩევანის არსებობის შედეგია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდეტმა, სალომე ზურაბიშვილმა euradio.fr-სთან ინტერვიუში
„ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ძალიან პოლიტიზირებული, თავისუფლად მოაზროვნე იყო. ჩვენ ეს მემკვიდრეობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოგვყვება. ამას დაემატა პოლარიზება, რომელიც დღეს მარტო საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ის ყველგან შეიმჩნევა, კერძოდ, აშშ–ში. ეს სოციალური ქსელების გამოყენების, თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი დაძაბულობისა და სულ უფრო რადიკალური არჩევანის არსებობის შედეგია. შუალედური გზის პოვნას აღარავინ ცდილობს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.