შეუძლებელია რუსეთთან დიალოგში შესვლა, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდეტმა, სალომე ზურაბიშვილმა euradio.fr-სთან ინტერვიუში.
„ოკუპირებული ზონების საკითხთან და რუსეთთან ურთიერთობასთან მიმართებაში ერთადერთი განსხვავება იმათთან, ვისაც „პრორუსებს“ უწოდებენ – და რომლებიც, სხვათა შორის, ნამდვილი პრორუსები არ არიან – მდგომარეობს იმაში, რომ მათ მიაჩნიათ, რომ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი რუსეთთან, მაშინ, როცა სხვები, ჩემი ჩათვლით, ვთვლით, რომ შეუძლებელია დიალოგში შესვლა, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. თუ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან არ იქნება მინიშნება იმაზე, რომ საქმე შეიძლება დაიძრას ადგილიდან ან მინიშნება ჩვენი ამერიკელი თუ ევროპელი მოკავშირეების მხრიდან, ჩემი აზრით, უაზრობა იქნება, რომ მარტო ჩვენ წავიდეთ კანოსაში. მე ვერ ვხედავ, რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს პუტინთან დიალოგმა მაშინ, როდესაც მისი ქმედებები სულ უფრო და უფრო ხისტია. როგორც დიპლომატს, მიმაჩნია, რომ დიალოგი არის გამოსავალი, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება, თუ მას რაიმე შედეგის მოტანა შეუძლია. მაგრამ საჭიროა, რომ იყოს შესაბამისი კონტექსტი და მთავარი ელემენტები – მე არ ვლაპარაკობ წინაპირობებზე – რომლებიც მოგვცემს იმედს, რომ შესაძლებელია შედეგის მიღწევა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.