ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო ფილიპინებში კათოლიკურ ეკლესიასთან მომხდარ აფეთქებებზე. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 20 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა ფილიპინებზე, კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად.
როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, კუნძულ ხოლოზე მდებარე ეკლესიაში პირველი აფეთქება სადღესასწაულო მესის დაწყებისთანავე განხორციელდა. ხოლო მეორე აფეთქება ავტოსადგურზე არსებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.