ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) და CRRC საქართველოს მიერ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა (43 %) თვლის, რომ ქვეყანაში, ბოლო ათ წელიწადში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა.
გამოკითხულთა 32%-ის აზრით, კრიმინალური მდგომარეობა არ შეცვლილა, 18% კი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC საქართველომ, მედიას კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ქვეყნის განვითარების კურსთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, გარემოს დაცვასთან, საგარეო პოლიტიკასთან, განათლებასთან, კრიმინალთან და მედიასთან დაკავშირებული მიგნებები.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.
გამოკითხულთა 83%-ის აზრით მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკაშირის წევრი - NDI
გამოკითხულთა 51 პროცენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია - NDI
38% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, 30%-ის აზრით საქართველო საერთოდ არ იცვლება - NDI