იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, უნდობლობას უცხადებს. ანა დოლიძის განცხადებით, შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, შედეგის მომტანი ვერ იქნება. ის მიიჩნევს, რომ ფორმატი მთლიანად არალეგიტიმურია.
"ეს ფორმატი არის არალეგიტიმური. აქ არ არის წარმოდგენილი საზოგადოება. წარმოდგენილია ლევან მურუსიძის ძმაკაცი მოსამართლეები. გადაწყვეტილების მიღების წესი არ გვაქვს. ანუ ისევ კობახიძემ უნდა დაწეროს ეს ფორმა. მე დღეს ვაპირებ, დავსვა კითხვა: ამ საძმაკაცოს შეხვედრაში რატომ ვიხდით ჩვენ ათასობით ლარს. ანუ დამლაგებლის, მასწავლებლის საშემოსავლო გადასახადიდან ვიხდით ამ ფულს იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძის და ლევან მურუსიძის ძმაკაცები დასხდნენ აქ და დაალაგონ სასამართლო რეფორმა. ეს ასე არ გამოვა,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.