ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში კაშხლის გარღვევის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 300 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შემთხვევა მინას-ჟერაისის შტატში, პარასკევს, 25 იანვარს მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა კაშხლის გარღვევის მიზეზი, რომელიც ბრაზილიაში უდიდეს რკინის მომპოვებელ კომპანიას ეკუთვნის.
შემთხვევის ადგილზე ინტენსიური სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს, რომელშიც სამაშველო და სახანძრო სამსახურების გარდა, სამხედროებიც იღებენ მონაწილეობას.