BBC: ვენესუელის პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს დროებით ლეგიტიმურ პრეზიდენად აღიარების შემდეგ, დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.
მთავრობის ლიდერმა, ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის 72 საათი დაუწესა.
აშშ-ს განცხადებით „ყოფილ პრეზიდენტს“ შესაბამისი მოთხოვნის ლეგიტიმაცია აღარ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ კარაკასში მიმდინარე აქციაზე თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.
საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს და მხარს უჭერს ვენესუელელ ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლაში - საქართველოს პრემიერ მინისტრი ამ განცხადებას მიკრობლოგ "ტვიტერის საშუალებით აკეთებს.
კარაკასში გამართულ აქციას ათასობით ადამიანი დაესწრო. მოგვიანებით აქცია შეტაკებაში გადაიზარდა. უფლებადამცველების ცნობით, დაიღუპა 13 ადამიანი.