იურიდიული კომიტეტი არ უნდა გახდეს მომავალშიც პირობითად რომ ვთქვათ, მეთოფიშვილის მსგავსი, ფილიალი იმ ჯგუფის, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და არ მგონია ეს ინტერესები იყოს სახელმწიფოს სასარგებლო, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მისთვის ვიცე-სპიკერობის შეთავაზებით მოფიქრებული იყო სქემა, რომ იურიდიული კომიტეტი გათავისუფლებულიყო იმ თავმჯდომარისგან, რომელიც ხელს შეუშლიდა გარკვეული ჯგუფის ინტერესების გატარებას.
"იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც მე მქონდა კრიტიკული პოზიცია და მათ შორის იყო ორი საკითხი, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვიყავი. ეს საკითხები გულისხმობდა იმას, რომ გარკვეული ჯგუფისთვის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ იყო სანდო და მე მგონია, რომ ვიცე-სპიკერობის შემოთავაზებით მოფიქრებული იყო სქემა, რომ იურიდიული კომიტეტი გათავისუფლებულიყო იმ თავმჯდომარისგან, რომელიც ხელს შეუშლიდა გარკვეული ჯგუფის ინტერესების გატარებას. მე ასე აღვიქვი მაშინ ეს შემოთავაზება. მინდა ვთქვა, რომ იურიდიული კომიტეტი არ უნდა გახდეს მომავალშიც პირობითად რომ ვთქვათ, მეთოფიშვილის მსგავსი, ფილიალი იმ ჯგუფის, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და არ მგონია ეს ინტერესები იყოს სახელმწიფოს სასარგებლო, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს პროცესი არის პრინციპული. ამ საკითხზე მე ყოველთვის განსხვავებული და პრინციპული პოზიცია მქონდა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.