უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შორის არ უნდა იყვნენ ის მოსამართლე ან ის მოსამართლეები, რომლებიც "ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ქმნიდნენ ამ სასტიკ რეჟიმს და იყვნენ მისი მსახურნი".
როგორც ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი და პროცესი არ დასრულებულა.
"ამ პროცესში მეც და ჩემი თანამოაზრეებიც და კოლეგებიც ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო მიზანი შესრულდეს - სამართლიანი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დავუტოვოთ ამ ქვეყანას და ჩვენს მომავალს, რომ შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნება წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შორის ის მოსამართლე ან ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ქმნიდნენ ამ სასტიკ რეჟიმს და იყვნენ მისი მსახურნი", - განაცხადა ბესელიამ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ პრინციპული საკითხია, მეორე ეტაპზე ის იყოს აქტიური, როგორც მისი კოლეგები და თანამოაზრეები.