საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტზე ხატია მოისწრაფიშვილის კანდიდატურა განიხილება. გავრეცელებული ინფორმაციით, მოისწრაფიშვილთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და მალე მისი წარდგინებაც გაიმართება. ხატია მოისწრაფიშვილს საქართველოს პრეზიდენტის აპარატში მუშაობის გამოცდილება უკვე გააჩნია. ის 2000 წლის სექტემბრიდან 2002 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის პრეს-ოფიცერი.
ხატია მოისწრაფიშვილი ამ დროისათვის შემოსავლების სამსახურში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.
2014 - 2017 წლებში იყო სსიპ - შემოსავლების სამსახურის, სამსახურის აპარატის უფროსი. ის იყო ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
ხატია მოისწრაფიშვილს მედიაში და მედიასთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.