ვატიკანში საშობაო სადღესასწაულო მესა რომის პაპმა ფრანცისკემ აღავლინა.
რომის პაპმა მოუწოდა მრევლს ნაკლებად იზრუნონ მატერიალური სიკეთის მოსაპოვებლად და მეტი დრო დაუთმონ ღარიბი ადამიანების დახმარებას.
82 წლის პაპმა ფრანცისკემ მრევლთან მიმართვისას აღნიშნა, რომ ყველამ უნდა მიჰბაძოს იესო ქრისტეს, რომელიც სიღარიბეში დაიბადა და მატერიალურ სიკეთეზე ზრუნვისას არ დაკარგონ ცხოვრების რეალური მნიშვნელობა.
საშობაო მესას წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაახლოებით 10 000 მორწმუნე კათოლიკე ესწრებოდა.
დღესვე რომის პაპი მომრწმუნე კათოლიკებს წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან მიმართავს.