საქართველოს მთავრობა ლონდონში საქართველოს საელჩოს შენობის შესაძენად 3 მლნ 520 ათასი ფუნტი გამოყო. აღნიშნული მიზნებისთვის გამოიცა მთავრობის შესაბამისი განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.
შენობის შესაძენი ხარჯის გარდა, სამაკლერო მომსახურების დასაფარად, საქართველოს ბიუჯეტიდან 105 ათასი ფუნტი გამოიყოფა .
შენობაში საქართველოს საელჩოსთან ერთად, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა განთავსდება.