,,ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა:
,,ბატონო მინისტრო თქვენ ბრძანეთ, რომ ჩემზე მეტად ვინ უნდა იყოს დაინტერესებული ხორავას ქუჩის ტრაგედიის გახსნასთან დაკავშირებითო და მართალი გითხრათ, მე მჯერა რომ გულწრფელად ამბობთ ამას. მართლაც მჯერა, რომ ეს ესე არის და მართალი გითხრათ ამბიციურ მინისტრს, მართლაც უნდა უნდოდეს, რომ ეს საქმე უნდა გაიხსნას და თქვენ ეს გინდათ, მაგრამ თქვენ ეს ვერ შეძელით და ვერ გაქაჩეთ იმიტომ, რომ შიდა ბრძოლა პროკურატურასთან უბრალოდ წააგეთ. თქვენ გახდით მძევალი ფარცხალაძის, შოთაძის და სუბელიანის პროკურატურის. ჩემი კითხვა არის შემდეგში, როგორ ფიქრობთ რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილისთვის ეს პროკურატურა, ვიდრე თქვენ, ასე ვთქვათ, პერსპექტიული შინაგან საქმეთა ამბიციური მინისტრი. ‘’ განაცხადა სერგო რატიანმა.