მათ [საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს] აქვთ შანსი, რაც არ ჰქონდათ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ მინისტრის პასუხები მოესმინათ ყველა საინტერესო კითხვაზე პარლამენტში, - ამის შესახებ იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამენტში შს მინისტრის, გიორგი გახარიას მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრს აქვს მზაობა, ელაპარაკოს პარლამენტს ყველაფერზე, რაც არის აქტუალური, პრობლემური და რაზეც არის კითხვები.
"მე ნაკლებად მაქვს იმედი, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს იყოს საქმიანი და შინაარსობრივი და არა პროვოკაციული გარემოს შემქმნელი ოპოზიციის მხრიდან. მათ აქვთ შანსი, რაც არ ჰქონდათ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ მინისტრის პასუხები მოესმინათ ყველა საინტერესო კითხვაზე პარლამენტში. ამიტომ ეს შესაძლებლობა უნდა იყოს შინაარსობრივად გამოყენებული, გააზრებულად იმისთვის, რომ იყოს საზოგადოებაც ინფორმირებული და პარლამენტიც საზედამხედველო საქმიანობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბესელიამ.