შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ დაგროვდა უამრავი კითხვა და ის ვალდებული იყო, პარლამენტში მოსულიყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.
„დაგროვდა უმწვავესი პრობლემები ადამიანის უფლებების დარღვევის, უკანონო ბრძანებების გაცემის, კონსტიტუციის დარღვევის და ოპოზიციის რეპრესიების. გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად თითი არ გაანძრია ხორავას ქუჩის საქმეზე გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის. ის ვალდებული იყო პარლამენტში მოსულიყო და პასუხი გაეცა. ყველა ამ კითხვაზე პასუხს მწვავედ მოვთხოვთ. შინაგან საქმეთა მინისტრი აკავებს ოპოზიციის ლიდერს, უკანონო ბრძანებას გასცემს, მოლოდინებზე საუბარი არ არის. მას კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას პარლამენტში დღეს მოუსმენენ.