თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე „ჯეოსელის“ ოფისი გატეხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ადგილზე ერთი არასრულწლოვანი პირი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.