გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიგრაციული პაქტი მიიღო. აღნიშნულ დოკუმენტის სასარგებლოდ ხმა გაეროს 152-მა წევრმა სახელმწიფომ მისცა, წინააღმდეგ კი 5 სახელმწიფო გამოვიდა - უნგრეთი, ისრაელი, პოლონეთი, ჩეხეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის მარია ესპინოსას თქმით, დოკუმენტი არ ატარებს იურიდიულად სავადლებულოდ შესასრულებელ ხასიათს და ის არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოების სუვერენიტეტს.
დოკუმენტი შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ და თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, 10 დეკემბერს მაროკოს ქალაქ მარაკეშში, მიგრაციის შესახებ კონფერენციაზე, მიგრაციის პოლიტიკის შესახებ გაეროს შეთანხმებას 164-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა.
მიგრაციის შესახებ 34-გვერდიანი შეთანხმება საერთაშორისო მიგრაციისადმი ერთობლივ მიდგომას ადგენს და ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და მათი უფლებების განსასაზღვრად 23 პუნქტს მოიცავს.