ხელოვანი თავისუფალია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხელოვნებასაც გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ კონცერტთან დაკავშირებით განუცხადა.
„პოლიტიკოსზე საუბარიც არ არის, ეს მიუღებელია”, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.