ევროკავშირმა კიდევ ერთხელ განაცხადა უარი ბრექსიტთან დაკავშირებით გაერთანებულ სამეფოსთან ხელახალი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. ეს პოზიცია ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ოფიციალურ დოკუმენტში აისახა. ევროკავშირის სამიტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეიც ესწრებოდა.
ევროკავშირის განცხადებით, ის გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, მაქსიმალურად მჭიდროდ ითანამშრომლოს ბრიტანეთის ხელისუფლებასთან. საგულისხმოა ისიც, რომ ღია განსახილველ საკითხად რჩება ირლანდიასთან საზღვრის პრობლემა, რამაც გამოიწვია სწორედ ბრიტანელი პარლამენტარების უკმაყოფილება ბრექსიტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პარლამენტს ბრექსიტის შეთანხმების ტექსტისთვის კენჭი 11 დეკემბერს უნდა ეყარა, თუმცა საკითხის მოსალოდნელი ჩავარდნის გამო, ტერეზა მეიმ დოკუმენტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო.