სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე სროლისას, 3 ადამიანი მოკლეს, ხოლო 12 - დაჭრეს. ერთერთი დაშავებული - ტურისტია. დაუდასტურებული ცნობებით, შეიარაღებულმა პირმა კიდევ სამი ადამიანი დაჭრა.
პოლიციას გადაკეტილი აქვს ტერიტორია. საფრანგეთის შს მინისტრი მოუწოდებს ხალხს, შენობები არ დატოვონ, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისაგან და დაელოდონ შსს-ს შემდგომ ინსტრუქციებს.
სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმა, ადგილობრივი დროით, 19:50 საათზე მოხდა. 29 წლის თავდამსხმელმა, შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. BBC-ის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, იდენტიფიცირებულია და მას ეძებენ.
ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა პირს რომელსაც ესაჭიროება დახმარება შეუძლია, დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460