კენიამ ახლადმოჭრილი მონეტებზე ქვეყნის პრეზიდენტები აღარ გამოსახა, რაც, როგორც BBC-ი აცხადებს, სავარაუდოდ მათი განდიდების თავიდან ასაცილებლად გააკეთა.
ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების ნაცვლად, კენიურ შილინგებზე ველური ბუნება და ცხოველები, მათ შორის ლომები, სპილოები, ჟირაფები და მარტორქების გამოსახულებები დაატანეს.
კენიის პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს „დიდი ცვლილება“ ცხადჰყოფს, თუ რა გზა გაიარა კენიელმა ერმა.
აღსანიშნავია, რომ კენიის წინა სამი პრეზიდენტი უკვე გამოსახული იყო კენიურ ვალუტაზე.