უკრაინა რუსეთიდან 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პოროშენკოს თქმით, კიევს სურს მოსკოვს ხელი შეუშალოს უკრაინაში კერძო სამხედრო რაზმების ჩამოყალიბებაში, რათა რუსეთს არ მისცეს შესაძლებლობა უკრაინაში ჩაატაროს ის ოპერციები, რომლებსაც ჯერ კიდევ 2014 წელს გეგმავდნენ.
ცოტა ხნის წინ შესაბამისი აზრი გამოთქვა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმაც. აკრძალვამ სამხედრო მდგომარეობის პერიოდში უნდა იმოქმედოს.
ასევე, 29 ნოემბრიდან ანექსირებული ყირიმიდან ე.წ. საზღვარზე გადასვლა მხოლოდ უკაინული საბუთებით იქნება შესაძლებელი.