ხმის მიცემის ფარულობის მასობრივმა დარღვევამ, შავი ფულის მასობრივმა ბრუნვამ, დაშინებამ, ძალადობამ, დაუსჯელობამ და კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და ეს არის მთავარი გამოწვევა,რომელიც დღეს დგას ქართული საზოგადოების მომავლის წინაშე - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია
’’მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც თავისუფალი ნება გამოხატა დღეს და მივიდა საარჩევნო უბნებზე.საარჩევნო პროცესი დასრულებული არ არის მანამდე სანამ არ დაითვლება ყველა ხმა და მინდა მოვუწოდო ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს და ყველა პატიოსან ადამიანს, რომელიც დღეს სააარჩევნო უბნებზე არის - ბოლომდე უნდა ვიმუშავოთ, რა პირობებიც არ უნდა იყოს და მაქსიმალურად დავიცვათ ის სტანდარტი დემოკრატიის, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ხელისუფლების ამ უმძიმესი პოლიტიკის და ქმედების ფონზე .
ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა, ამ ფუნდამენტური უფლების და საკითხის ფეხქვეშ გათელვა კომბინაციაში შავი ფულის მასობრივ ბრუნვასთან, დაშინებასთან, ძალადობის დაუსჯელობასთან და კრიმინალური სამყაროს მასობრივ გამოყენებასთან ერთად - ამან უმძიმესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და ბუნებრივია ეს არის მთავარი გამოწვევა რომელიც დღეს დგას ქართული საზოგადეობის მომავლის წინაშე ‘’- განაცხადა გიგა ბოკერიამ