ნინო ანანიაშვილმა საკუთარი არჩევანი მერვე საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა. იგი ამ წუთებში ქუთაისში მიემგზავრება, სადაც მას პრეზიდენტობის კანდიდატი, მისი მეუღლე გრიგოლ ვაშაძე ელოდება. სწორედ ქუთაისში დააფიქსირებს საკუთარ არჩევნებს გრიგოლ ვაშაძე. იგი უბანზე ნინო ანანიაშვილთან ერთად მივა.
ქუთაისში გამგზავრებამდე პრიმა ბალერინამ მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.
"აუცილებლად მიდით და გააკეთეთ თქვენი არჩევანი, მე გავაკეთე ჩემი არჩევანი ჩვენი შვილების მომავლისთვის და პენსიონერების მშვიდი ცხოვრებისთვის. მინდა რომ ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი მოვალეობა და ყველა წავიდეთ არჩევნებზე, ნუ დაიზარებთ ძალიან გთხოვთ,"-აცხადებს ნინო ანანიაშვილი.