„საქართველოს ჰყავს ორი მტერი - რუსული ოკუპაცია და სიღარიბე“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემაში „იმედი-Live“ განაცხადა.
მან გადაცემაში განმარტა, თუ საიდან დაიწყო ჭარბვალიანობა საქართველოში.
„ჭარბვალიანობა დაიწყო სრულიად უპასუხისმგებლო ბრძანებით. ეს არის 2007 წელს პრეზიდენტის ხელმოწერილი ბრძანება, როცა სესხის პროცენტზე ზედა ზღვარი მოიხსნა და ასევე მოიხსნა ზედა ზღვარი ჯარიმებზე და საურავებზე... ეს არის სასტარტო წერტილი... ამას დაემატა სხვა ფაქტორებიც“, - განმარტა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ამან გამოიწვია უამრავი ადამიანის დატოვება არალეგალურ ეკონომიკაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დამქირავებლებს თხოვენ, რომ ანაზღაურება საბანკო ანგარიშზე არ დაურიცხონ.