პირველ ტურში დიდი ნაწილი ხალხისა ნამდვილად მოტყუდა და დაიჯერა, რომ ბატონი გრიგოლ ვაშაძე არის, რაღაცა მესამე ძალა, - განაცხადა კავკასიური სახლის დირექტორმა, მწერალმა ნაირა გელაშილმა პირველ არხზე გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“
მისი თქმით, ხალი მოტყუვდა რომ გირგოლ ვაშაძე არის თითქოს ახალი, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და ეს არ არის არც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე და „ქართული ოცნება“ თავისთავად არა და ამიტომ მისცა ხმა, „ბევრმა მე მითხრა თითონ რატომ მისცა ხმა, სოფელშიც და ქალაქშიც“.
„დღეს უკვე მაგას ვერავინ ვერ იტყვის, რომ რაღაც ახალი ძალაა, გაერთიანებული ოპოზიციაა და ა.შ. ახლა უკვე აღმოჩნდა მთავარი ტყუილი, რომ ეს ადამიანი მოვიდა საერთოდ ტყუილით. მოიგონა რაღაც გაერთიანებული ოპოზიცია, რომელშიც რეალურად ის შემადგენელი ერთეულები არც არსებობენ, როგორც პოლიტიკური პარტიები. ჩვენთვის ისედაც ცხადი იყო, რომ ის იყო ერთადერთი მისიით გამოგზავნილი ადამიანი, რომ შეიწყალოს მიშა სააკაშვილი, ჩამოიყვანოს ეს ადამიანი, მასთან ერთად სისხლის სამართლის დამნაშავეები, ყველანი ვინც გაქცეულები არიან, გამოუშვას ციხიდან ჯალათები, სისხლის სამართლის დამნაშავეები, მწამებლები, ადამიანთა ღირსების ამყრელები და ა.შ. მე ასე ვხედავ, ჩემს გარშემოც ყველა ამას ხედავს, სხვა მისია რა უნდა ჰქონდეს, ერთადერთი შეწყალების უფლება აქვს. დანარჩენი თითქმის არანაირი უფლება არ აქვს, რომ რაღაცნაირი ზეგავლენა მოახდინოს ან პოლიტიკაზე, ან ეკონომიკაზე“, - განაცხადა ნაირა გელაშვილმა.