ივანიშვილმა 6 წლის განმავლობაში 6-ჯერ მაინც მომატყუა, პირად საკითხებში, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მას „ქართულ ოცნებასთან“ სამადლობელი არაფერი აქვს.
„მე ჩემი წვლილი სააკაშვილის დამარცხებაში და იმაში, რის გამოც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, საკმაოდ მნიშვნელოვნად შევიტანე და ამას ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე. ასე რომ, მე მათთან სამადლობელი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა და აღნიშნა, რომ 2007 წელს სააკაშვილს რომ არ დაპირისპირებოდა და ივანიშვილს თავში გაევლო პოლიტიკაში მოსვლა, მას(ივანიშვილს) უკეთეს შემთხვევაში, მინგეჩაურის წყალსაცავში იპოვიდნენ მეთევზეები.
„მე ჩემი წვლილი სააკაშვილის დამარცხებაში და იმაში, რის გამოც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, საკმაოდ მნიშვნელოვნად შევიტანე და ამას ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე. ასე რომ, მე მათთან სამადლობელი არაფერი მაქვს. ივანიშვილმა 6 წლის განმავლობაში 6-ჯერ მაინც მომატყუა, პირად საკითხებში. 2-ჯერ გამიყალბა არჩევნები, 2016 წელს, როდესაც დარწმუნდა, რომ არჩევნებს ვერ მოიგებდნენ გორში, 2 ტყვია მესროლეს და ამ ყველაფრის გამო, ერთი ბოდიში არ უთქვამს არავის", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.