სლოვენიაში გენერალ-მაიორი ალენკა ერმენკი არმიის მეთაურის თანამდებობაზე დაინიშნა. ის პირველი ქალი სამხედროა სლოვენიაში, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ალენკა ერმენკი სლოვენიის სამხედრო სამსახურში 1991 წლიდან მსახურობს, მას შემდეგ რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მან სამხედრო განათლება ლონდონში სამეფო თავდაცვის სამეფო კოლეჯსა და უნივერსიტეტში მიიღო.