ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების გამკაცრების საკითხი ქერჩის სრუტეში მომხდარი მოვლენების ანალიზის შედეგად გადაწყდება.
„ჩვენ განვიხილავთ შემდგომი სანქციების საკითხს. ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტების ანალიზზე“, - განაცხადა კნაისლმა.
სანქციების გაზრდის საკითხს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტის განკარგულებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ უკრაინის რადამ, 276 ხმით, მხარი დაუჭირა.
25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა.რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი. ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელის, ბორის ბაბინის განაცხადებით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.
რუსული მხარე, ტრადიციულად, უკრაინას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.