დღეს ევროპული საქართველოსა და საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგი გამართა, სადაც ქუთაისის აეროპორტისთვის ხელისუფლების მიერ შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა და მოუწოდა ქართულ ოცნებას თავი დაანებონ კომპანიების ლობირებას და კონკურენციას შეუწყონ ხელი.
„ჩვენ როგორც ქუთაისის აეროპორტის განვითარების გულშემატკივრებმა გადავამოწმეთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს კომპანია WIZZ AIR-ის საქმიანობა შეზღუდოს. მოგეხსენებათ ეს კომპანია ყველაზე დიდი გადამზიდავია საქართველოს ავიაბაზრზე. ამ კომპანიის გამოჩენამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეეებს შესაძლებლობა მისცა შედარებით იაფად მგზავრობის, საქართველოში კი ტურისტული ნაკადი გაზარდა. დღეს კი იმის გამო რომ პრემიერი მამუკა ბახტაძე ერთ-ერთ სხვა ავიაკომპანიას დაუახლოვდა, ჭიანურდება WIZZ AIR-ისთვის ზამთრის განრიგის დამტკიცება. ასე ზღუდავს კონკურენციას ქართულ ავიაბაზრზე საქართველოს მთავრობა. ეს კი დააზარალებს საქართველოს მოქალაქეებს და შეამცირებს ტურისტულ ნაკადებს ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას რომ ხელი აიღონ ამ მავნე და არასწორ გადაწყვეტილებაზე და შეასრულონ ის გეგმა რაც არსებობდა აეროპორტის შექმნისას. იმის მაგივრად რომ სხვა კომპანიებიც შემოიყვანონ ბაზარზე, არსებულ კომპანიებსაც კი პრობოემებს უქმნიან“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა