უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოიხატა NATO-ს ყველა წევრმა - ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივანმა NATO - უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გაათავისუფლოს დაკავებული მეზღვაურები.
"შეხვედრაზე ნატო-ს ყველა მოკავშირემ სრული მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ამიტომ მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს უკრაინის პორტებში შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა და აზოვის ზღვაში და ქერჩის სრუტეში უკრაინისთვის ნავიგაციის თავისუფლება. უკრაინული გემებისა და საზღვაო ძალების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ აქვს გამართლება . ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები და გემები. მხარეებს სიმშვიდეს და თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ", - განაცხადა სტოლტემბერგმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტის განკარგულებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ უკრაინის რადამ, 276 ხმით, მხარი დაუჭირა.
25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა.რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი. ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელის, ბორის ბაბინის განაცხადებით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.
გვიან ღამით, უკრაინაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო კაბინეტის წინადადებას, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.