დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ბრექსიტის გეგმას 11 დეკემბერს უყრის კენჭს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ტერეზა მეის თქმით, ის იმედოვნებს, რომ პარლამენტის თემთა პალატა მხარს დაუჭერს ბრექსიტის შეთანხმებას, რომ არ შეაფერხოს ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესი.
აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება იმ შემთხვევაშიც მოუწევს, თუ გეგმას არ დაამტკიცებს პარლამენტი. თუმცა ამ შემთხვევაში ბრიტანეთზე ეს ნეგატიურად აისახება.
შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკავშირის ლიდერებმა ბრექსიტის გეგმა დაამტკიცეს.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.