დღეს დილით, შვეიცარიის ქალაქ სოლოტორნში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ექვსი ადამიანი იმსხვერპლა, რომელთა შორის ერთი ბავშვია. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანილია 4 მოქალაქე, რომლებიც მკურნალობას გადიან. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
ამ დროის მონაცემებით, ხანძარი, სავარაუდოდ, გამოიწვია სიგარეტის ნამწვავმა. დაკავებულია ერთი პირი.