აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის გამოსახვასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებს პრემიერმა განუმარტა, „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, გუნდის ყველა წარმომადგენელი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში.
„ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის“, – განაცხადა ბახტაძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე დღეს გამოჩნდნენ.