ბათუმის ბულვარში გზამკვლევი საინფორმაციო რუკები განახლდა.
საინფორმაციო რუკაზე ბათუმის ტურისტულად მნიშვნელოვანი ობიექტები და ბულვარის ღირსშესანიშნაობებია წარმოდგენილი, რაც ვიზიტორებს საშუალებას მისცემს მარტივად შეძლონ გადაადგილება და მიიღონ ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის შესახებ.
რუკები განთავსებულია შემდეგ ლოკაციებზე:
ბულვარის ცენტრალური შესასვლელი (მარჯვენა/მარცხენა მხარე);
დ.თავდადებულის ქუჩა;
ნ.დუმბაძის ქუჩა;
სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია.
პროქტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა.