აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც რეგიონულ დონეზე წარმატებული თანამშრომლობითაც გამოიხატება.
ბათუმი და ქობულეთი დამეგობრებულია იტალიის ქალაქებთან. ასევე, წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა ბათუმისა და ფერარას სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის.
ყოველწლიურად იზრდება იტალიელი ვიზიტორების რიცხვი აჭარაში, რასაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით პირდაპირმა საჰაერო ფრენებმაც შეუწყო ხელი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა იტალიელ დიპლომატს საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების.