ვინ არის გიორგი აბდალაძე? წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობთ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძესთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, აბდალაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროში არასდროს უმუშავია.
„ვინ არის გიორგი აბდალაძე? წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობთ. ეს ადამიანი არასდროს არ მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მან უნდა მიმართოს პროკურატურას და სამართალდამცველ ორგანოებს“, - განაცხადა ვაშაძემ.
ჟურნალისტებმა ვაშაძეს უთხრეს, რომ ის 2011 წელს ვაშაძე ამბობდა, რომ ამ საქმეში არსებობს მყარი მტკიცებულები. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არასდროს ასეთი რამ არ უთქვამს.
„ნუ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს. მე ასეთი რამ არასდროს მითქვამს. მე ვამბობდი, რომ სამართალდამცველ ორგანოებს და პროკურატურას აქვს მყარი მტკიცებულებები“, - აღნიშნა ვაშაძემ.