პოლონეთში, ქალაქ ლონძში 28 წლის გოგონას სექსუალური მოტივით მკვლელობაში ბრალდებულ, 39 წლის მამუკა ხეცურიანს ეძებენ.
მასზე ძებნა ინტერპოლმა უკვე გამოაცხადა.
გოგონა 20 ოქტომბერს გაუჩინარდა და მისი ცხედარი 6 დღის შემდეგ იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამუკა ხეცურიანმა 21 ოქტომბერს უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ის ახლა სავარაუდოდ, საქართველოშია.