რა თქმა უნდა, მომავალს ვერავინ იწინასწარმეტყველებს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი თავმჯდომარე სოფო კილაძემ გედევან ფოფხაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელმაც თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძე თუ არჩევნებს მოიგებს, ეს სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება.
მისი თქმით, იმ განვითარების დონეზე, რომელზეც საქართველოა და დემოკრატიის იმ ხარისხში, რომელშიც უკვე ქვეყანა იმყოფება, ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს, რომ დესტაბილიზაციის კუთხით წავიდეთ და საქართველოში არეულობა იყოს.
„მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი რამ არ მოხდეს. პირიქით, საზოგადოების გახლეჩვის ნაცვლად ჩვენს ქვეყანაში ერთიანობა უნდა იყოს, მათ შორის, ისეთ შემთხვევაში, როდესაც ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ. არეულობა და დესტაბილიზაცია არ არის ის, რაც ჩვენს საზოგადოებას ეკადრება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.